21 დეკემბერი 2024,   16:32
ვრცლად
უბედური შემთხვევა სურამში - ხიდის კონსტრუქციაზე მომუშავე 33 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 33 წლის მუშა სიმაღლიდან გადავარდა. 

მამაკაცის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ. 

გარდაცვლილის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევა სურამში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები