22 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ჩვენ ვეტოს დასაძლევად უნდა შევიკრიბოთ - გიორგი ვოლსკი

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ბიუროს წევრებს, სხდომის განმეორებით ჩატარების თხოვნით მიმართავს, რათა მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტების დარეგისტრირება შეძლოს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ადამიანის უფლებათა კომიტეტი უწესო წესებით იბრძვის.

"განგვიმარტეთ, რატომ არ მოხვედით დღეს ბიუროზე?- ანა ნაცვიშვილის ამ კითხვას, უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა - "ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე?". 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი პრეზიდენტი დაადებს ვეტოს ამ პროექტს, ეს ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს. 

ალტერნატიულ კანონპროექტზე კი, გიორგი ვოლკსი აცხადებს, რომ არავის სჯერა ამის. 

"გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ ამ ალტერნატიული კანონპროექტის დაიჯეროს. ეს იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ. ოპოზიციას კი უნდა, გაიწელოს ამ საკითხის განხილვა და იქნებ ჩაიშალოს კიდეც, ეს უნდათ. მე მგონია, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ჩვენ ვეტოს დასაძლევად უნდა შევიკრიბოთ. ვინაიდან გადაწყვეტილება აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები