950 ლარი ერთი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ - პოლიციამ თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 42 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც გერმანელ ტურისტს დიდი ოდენობის თანხა გადაახდევინა. პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა.
გამოძიება დაკავებულს იძულებას ედავება - რაც ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს დამნაშავედ არ თვლის. სოფო გოგლიჩიძის თქმით, საქმის არცერთი მოწმე ფაქტს არ ადასტურებს.
თავად დაზარალებული კი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.