22 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ტრაგედია გურჯაანში - სოფელ კოლაგის ტყეში მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა

უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით თანასოფლელი, 70 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები