26 დეკემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა..." - რა რისკებს ასახელებს თენგიზ ცერცვაძე 

დაასრულებს, თუ არა "ომიკრონი" პანდემიას - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი "ღამის კურიერის" ეთერში შეეცადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამის მოლოდინი არსებობს, თუმცა არსებობს რისკიც:

"დაასრულებს, თუ არა ომიკრონი პანდემიას? - გეტყვით ასეთ რამეს, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი სერიოზული შტამი, შტამები სულ ჩნდება, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორიც იყო "დელტა" და როგორიც არის "ომიკრონი". თუ არ გაჩნდა აუცილებლად დაასრულებს და რატომ - ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა მაინც მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% მოსახლეობის აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს, რაც დარჩა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს ახალი მედიკამენტები "ფაიზერის" და "მერკის" . ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიოს მიერ, ცალკე ვაქცინაციით ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები