19 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
"ჩვენს თვალწინ გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ტრამვები ჰქონდა..." - რა გახდა აფეთქების მიზეზი ტყიბულის შახტში

რა გახდა აფეთქების მიზეზი ტყიბულის შახტში - ადგილზე მოკვლევა დილიდან უნდა დაიწყონ სპეციალისტებმა. ინციდენტის შესახებ პირველი განმარტება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა.

"დაახლოებით ღამის 11-ზე მივიღეთ შეტყობინება, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. ტრავმირებული იყო 9 ადამიანი, 1 საკმაოდ მძიმე ტრავმებით და ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ გამოწვეული ტალღის დამაზიანებელი ფაქტორი ამის შედეგი, რაც პირველადი ვერსიით ვიცით.

როგორც ხდება ხოლმე, მოხდა კარიერის აფეთქება, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.დილიდან დაიწყება შესაბამისი მოკვლევა.

რასაკვირველია, ტყიბულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარდაცვლილის ოჯახს დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს, ამასთანავე დაშავებულებსაც," - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა.

ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში ღამის 11:00 საათისთვის იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები