19 დეკემბერი 2024,   03:18
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ცოტა ხმის წინ, "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. 

უფლებადამცველის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი უშანგი დათუნაშვილის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

დღის ამბები