21 დეკემბერი 2024,   17:56
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. ვინ არის ძეგლის დადგმის ინიციატორი ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივებმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნეს, სტალინის ქანდაკება მათი სურვილით აღმართეს.

უცნობია, ჰქონდათ თუ რა ადგილობრივებს შესაბამისი უწყებიდან ქანდაკების დადგმის ნებართვა. ფაქტის შესახებ ადგილობრივ მერიაში  კომენტარი ამ დრომდეარ გაუკეთებიათ. 

ადგილობრივები სტალინის ძეგლის გარშემო სკვერის მოწყობასაც გეგმავენ, ამ დროისთვის კი პედესტალის მოპირკეთების სამუშაოებს ახორციელებენ. 

დღის ამბები