25 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ხუთივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თაღლითური სქემა და ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ხუთივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებების მიუხედავათ, ყველა დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა დაცვის მხარისთვის, რომელიც გირაოს ითხოვდა, ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დაკავებულებს გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი თანხების უკანონოდ მითვისებას ედავებიან. 

დღის ამბები