"
ქუთაისში რაგბისტი ბიჭები გავიცანი. მწვანე ყვავილზე, ეკლესიაში ვიყავი. მეუფე მოვიდა იქ, იოანე და ლოცვა უნდა ჩაეტარებინა. ვინაიდან ღამით დასარჩენი არ მქონდა არსად, ეს ბიჭები შემთხვევით გავიცანი და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება ერთი ღამე მათთან ვყოფილიყავი. მეორე დღეს, ის ბიჭები წასულები იყვნენ და მასპინძელი იყო სახლში, სახლს ვალაგებდით მე და მასპინძელი და მომეწონა ის. მე, საერთოდ, მაქვს მიდრეკილებები ბიჭებისადმი თავიდანვე, ქალებისადმიც, მაგრამ უფრო დაუოკებელი ლტოლვა მამაკაცისადმი მაქვს, ოღონდ ყველასადმი არა - კარგი, სიმპათიური, კარგი ჩაცმული და მსიამოვნებს ასეთი ურთიერთობები და შევთავაზე სექსი, რაზეც მან უარი მითხრა მშვიდად. გავიდა რამდენიმე დღე, ვიყავი
სხალთის მონასტერში სადაც მღვდლებმა მიმიღეს ასევე დიდი პატივით, ფულიც მომცეს და შემდეგ ამ საუბარში აღმოჩნდა, თუ ვიცნობ ბერ ილარიონს - ესეც მეუფე იობის აღკვეცილია. კი როგორ არაო, დაურეკეს რომ მოვიდა ბერი
პიროსი, თუ იცნობო და კიო ვიცნობო. თუ შეიძლება შენთან მოვიდეს სტუმრადო. მოკლედ, ვუამბე ქუთაისის ინციდენტი და ძალიან გაბრაზდა, გაგიჟდა, გაცოფდა, დანები ამოიღო და
ვსიო, ახლა
შუბა უნდა გავხადოო. მე მივდიოდი წინა დღეს, პარასკევს, ლოცვაზე, მაგრამ რადგან იქამდე დიდი დრო იყო, წავედი ზღვაზე, მქონდა პანაშვიდიდან წამოღებული საჭმელები (
მამაომ მომცა) და ქუჩაში რომ არ მეჭამა, ნაძვებში დავჯექი და მორიდებულად ვჭამდი. მანქანა დგას თეთრი, დაბურული შუშებით, გაიღო კარი და გადმოვიდა ილარიონი, შენო კაბა რატომ ჩაიცვიო, მე ხომ გაგხადეო. წამიჭირა ხელი ყელში და ეს კადრები დევს, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ. კაბა არ შემოუხევია, მაგრამ მეუბნებოდა შენ კაბა რაზე ჩაიცვიო,"- აცხადებს
პიროსი მუმლაძე.
"კურიერი" ეცადა მორჩილ ილარიონ გიგოლაშვილთან დაკავშირებას, თუმცა ვერ შეძლო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის წარსულში ნასამართლევია და სასჯელაღსრულების დაწესებულება სულ ცოტა ხნის წინ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სოციალურ ქსელში დღეს, 21 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.