22 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
აბონენტებს, ვისაც ზედმეტად დაერიცხათ ელექტროენერგიის გადასახადი, მომდევნო თვეში გაექვითებათ

აბონენტებს, ვისაც ზედმეტად დაერიცხათ ელექტროენერგიის გადასახადი, მომდევნო თვეში გაექვითებათ​სემეკმა "თელასი" არასწორად დარიცხული თანხების გამო 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულ დარღვევებს კომპანია ადამიანური ფაქტორებით ხსნის, მარეგულირებლისთვის კი ეს სისტემური პრობლემებია. 10 ათასამდე შემთხვევაა აღმოჩენილი. მთელი ბიზნეს პროცესის შემოწმებამ გამოავლინა ფაქტები, როდესაც წამკითხველი ადგილზე არ მივიდა და აბონენტებს დავალიანება წინა თვეების გადასახადებიდან გამომდინარე პირობითად დაარიცხა. ლაბორატორიულმა შემოწმებამ აჩვენა ისიც, რომ მრიცხველების ნაწილი ხარვეზიანი იყო. 

"თელმიკოსა" და "თელასის" დარიცხვებს მარეგულირებელი კომისია 3 თებერვლიდან სწავლობდა. მალევე პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთო. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მთავრობა მკაცრ რეაგირებას აანონსებს.

დღის ამბები