მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც შეეხება დაშავებულებს 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, როლებსაც მალევე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი2-ს " განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.