15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
არც ერთი შექება, არც ერთი რევერანსი რუსეთის მხრიდან არ ნიშნავს არაფერს, ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა - არჩილ თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა და არც ერთი შექება, არც ერთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს:

"როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ამას პირველი საქართველოში ყოველთვის ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე "ნაციონალური მოძრაობა," რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ, სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

საუბარია გუშინდელ კომენტარზე - მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა და პოლიტოლოგმა, მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც მან განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია "შეუმჩნეველი არ დარჩენია".

დღის ამბები