20 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "რუსთავი2-ს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში განუცხადეს. 

მათივე თქმით, დაშავებულ ბავშვს აქვს მრავლობითი დაზიანებები, მას ამ წუთებში უტარდება ქირურგიული ოპერაცია, რომელშიც ყველა მიმართულების ქირურგია ჩართული. 

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, შარტავას ქუჩაზე დღეს მოხდა, სწრაფად მოსიარულე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი. 

დღის ამბები