20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
5 ივლისს 24 დაზარალებული ჟურნალისტის უფლებების დასაცავად "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" სარჩელით სასამართლოს მიმართა

5 ივლისის მოვლენების დროს 24 დაზარალებული ჟურნალისტის უფლებების დასაცავად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მორალური ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ითხოვს.

ორგანიზაცია კიდევ ერთ სარჩელს აანონსებს. მოთხოვნა იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურებაა, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.

"მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ ამ სარჩელით და ასევე ვითხოვთ, რომ ტელეკომპანიებს, რომელთა ტექნიკაც დაზიანდა 5 ივლისის პერიოდში - ამ ტექნიკის ანაზღაურებაც მოვთხოვოთ. მზად ვართ, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოში ვიჩივლოთ და განვიხილოთ ეს საქმე, ასევე წავიდეთ სტრასბურგშიც, თუ ამის საჭიროება იქნება," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები