22 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ხელვაჩაურში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გაძარცვეს

ხელვაჩაურში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გაძარცვეს, წაღებულია პერსონალური კომპიუტერი.

შემთხვევა დაახლოებით გამთენიის 4 საათზე მოხდა. პარტიის რაიონული ხელმძღვანელის მიშა ბოლქვაძის განცხადებით, კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაციები ინახება, ამდენად ის არ გამორიცხავს, რომ ძარცვა ან ხელისუფლების, ან სპეცსამსახურების მიერ იყოს წახალისებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. გამოძიება 177-ე ძარცვის მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები