უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, თბილისში ეხმაურებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავსი ტიპის განცხადებებს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.
"ტრადიციულად, როგორც აქამდე, საქართველოს მთავრობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩინოთ მაქსიმალური დახმარება. ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება.
სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს.
როგორც ვცდილობდით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.