22 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
სააკაშვილი ციხეში, შესაძლოა, "ოცნებამ" მოინახულოს - სოზარ სუბარის განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია

მიხეილ სააკაშვილი ციხეში, შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" მოინახულოს. სოზარ სუბარის განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჯგუფის შემადგენლობაში და როდის შედგება ვიზიტი ციხეში.

მმართველი გუნდი ისევ ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში სათანადო სამედიცინო დახმარება მიეწოდება, ის თავად ამბობს უარს გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე. ამ საკითხზე სპეკულაციებით კი ოპოზიცია სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ცდილობს.

"მონახულება მოხდება... მე არ ვიქნები. საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი აქ გამონაკლისი არ არის.

როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეს, პატიმრობას, საკანს, მან ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, ვიდრე ციხეში მოხვდება და არ ჩაიდონოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, სასჯელი არის გარდაუვალი.

მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში. საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება ჩართული იქნება ამ პროგრამაში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები