26 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
როგორ დასაჯეს სიკვდილით მინიმუმ 8 უკრაინელი - უმძიმესი კადრები ბუჩადან

"ნიუ იორკ თაიმსი" ​ბუჩაში გადაღებულ უმძიმეს კადრებს ავრცელებს. გამოცემის მიერ მოპოვებული მოწმეების ჩვენებები და ვიდეო აჩვენებს, თუ როგორ დასაჯეს სიკვდილით 4 მარტს, მინიმუმ 8 უკრაინელი.

ომის 86-ე დღეს, უკრაინის რეგიონების ნაწილში დაბომბვა არ წყდება. რუსი ოკუპანტების მოქმედებების შედეგად, ლუგანსკის რაიონში ერთ დღეში 13 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, რუსები წინ მიიწევენ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში.

ბოლო ერთ დღეში დანგრეულია 60-ზე მეტი სახლი - სევეროდონეცკის სარდაფებში ბომბებისგან თავის დაღწევას 15 ათასი მოქალაქე ცდილობს.

უკრაინული მხარის ცნობით, ქალაქის 70 პროცენტი დანგრეულია. დილით ინფორმაცია განაახლა პროკურატურამ, მათი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 232 ბავშვი მოკლეს.

დღის ამბები