ამ წუთებში ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლის, ნატალი ტურიატკოს კონცერტი იმართება.
პედაგოგების განმარტებით, ვინაიდან ნატალი არა ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, სასწავლებელმა მას შემაჯამებელი კონცერტის ჩატარების უფლება მისცა.
მე-9 კლასელი მევიოლინე უახლეს დღეებში თბილისის გარეთაც გეგმავს კონცერტების ჩატარებას.