26 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა იწყება

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა იწყება. სეტყვამ განსაკუთრებით დააზარალა გურჯაანის, ახმეტისა და სიღნაღის სოფლები. დასეტყვილია ვენახები, ნათესები და ხეხილი.

ადგილობრივების თქმით, ვენახი სანახევროდ განადგურებულია. მნიშვნელოვნად დაზიანდა ატმისა და ვაშლატამას მსხმოიარე ხეები.  მათი თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები 2-ჯერ იქნა გასროლილი. თუმცა ეს მათი აზრით არასაკმარისია.

გურჯაანის მერი მიიჩნევს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებმა წარმატებით იმუშავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა.

"მოხერხდა და დროულად მოხდა სეტყვის დიდი ღრუბლის გალღობა, რომელიც ფაქტობრივად შესაძლოა მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით ზარალი 1000 ჰექტარზე და შეიძლება მეტიც იყოს , გასულია კომისია დილიდანვე ამ მიმართულებით და მუშაობს. ფერმერებს აგროდაზღვევა აქვთ, თუ რა ნაწილს ამასაც დავადგენთ," - აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

დღის ამბები