25 დეკემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"ოპოზიცია არის მთლიანად მოშლილი, არაფრის რესურსი არ აქვს" - ირაკლი კობახიძე დღევანდელ აქციაზე

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ დღევანდელი აქცია არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, არამედ კვლავ დესტაბილიზაციის მცდელობისკენ მცდელობაა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აქციის ორგანიზატორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში არეულობის შემოტანა სურთ, თუმცა ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.

საპარლამენტო უმრავლესობა "სირცხვილიას" მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

"მათ აქვთ წარმოდგენილი არეულობის სცენარი, რაზეც პირდაპირ საუბრობენ, მათ შორის 20 ივნისის გამეორებაზე საუბრობენ, პარლამენტში შეჭრაზეა პირდაპირი მინიშნებები და ა.შ. შესაბამისად, ეს 20 ივნისის აქცია არის ერთგვარი რეპეტიცია. ასეც და ისეც - ოპოზიცია არის მთლიანად მოშლილი, არაფრის რესურსი არ აქვს და ნებისმიერ მცდელობას ბუნებრივია ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს დაუპირისპირებს და უზრუნველყოფილი იქნება პროცესების მშვიდი განვითარება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები