საქართველოში გუშინ გამართული აქციების შესახებ წერს საერთაშორისო მედია. "ათობით ათასი ქართველი ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ევროპულმა კომისიამ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა" - იუწყება ფრანგული გამოცემა "ფრანს 24".
"ევრონიუსი" კი წერს, რომ ათობით ათასმა ქართველმა დემონსტრანტმა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მსვლელობა მოაწყვეს და მოითხოვეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანება.