20 დეკემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე მუშაობას, რომელიც ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ გეგმად რჩება" - ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მადრიდის სამიტს აფასებს. ალექსანდრე ვინიკოვმა დღეს მედიისთვის განცხადებები გააკეთა. მისი შეფასებით, სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, პირველ რიგში ნატოს გაფართოების საკითხზე მიღწეული კონსესუსი.

ასევე მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც პარტნიორი ქვეყნების დახმარებას ეხება, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უნარიანობის, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ქვეყანაში ნატოს წვრთნების უფრო ხშირად ჩატარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ალიანსთან. 

"წელს ნატოს სამიტს ალიანსის რამდენიმე ახლო პარტნიორი შემოუერთდა, მათ შორის საქართველო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წარმოადგენდა. სამიტზე საქართველოზე მორგებული მხარდამჭერი ზომები იქნა მიღებული, როგორც ნატოს პარტნიორისთვის, რომელზეც გარე საფრთხეებმა პირდაპირი გავლენა მოხდინა. უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო შეცვალა. ეს მხარდამჭერი ზომები გამოხატავს ნატოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსადმი, კერძოდ კი მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ნატოს ერთგულებას ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რომელიც საქართველოს სამომავლო წევრობას შეეხება.

სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოება მჭიდროდაა დაკავშირებული ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან და დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ერთგულებას მისი ღია კარის პოლიტიკისადმი.

მხარდამჭერი ზომები ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას. პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა გაძლიერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე მუშაობას, რომელიც ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ გეგმად რჩება და მოიცავს საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, კრიზისის მართვისა და კიბერ-თავდაცვის საკითხებს. ასევე პაკეტს რამდენიმე ახალი ასპექტი დაემატება. ჩვენ გავზრდით საქართველოში ჩვენი სწავლების სიხშირეს და მათ ყოველი 3 წლის ნაცვლად 2 წელიწადში ერთხელ ჩავატარებთ," - ამბობს ალექსანდრე ვინიკოვი.

დღის ამბები