25 ნოემბერი 2024,   08:08
ვრცლად
Georgian Airlines Group-მა Boeing Global services-თან დამატებით 3 Boeing 737-800 BCF საჰაერო ხომალდის მოწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა

ავიაკომპანია "Georgian Airlines Group" ავიაპარკს აფართოვებს. "Georgian Airlines"-მა და მისმა პარტნიორმა ავიაკომპანია "Aircompany Armenia"-მ "737-800 Boeing Converted Freighter (BCF)"-ის სამი ავიახომალდის შეკვეთა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანია "Georgia Airlines Group"-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და Boeing Global Services-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი პოპმა დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ავიაგამოფენა "Farnborough International Airshow"-ზე განაცხადეს.

როგორც ავიაკომპანია "Georgian Airlines Group"-ის  პრეზიდენტმა აღნიშნა, შესყიდვის მიზანია კავკასიის რეგიონში საჰაერო გადაზიდვებისთვის შესაბამისი სპეციალიზირებული სატვირთო თვითმფრინავების დამატება.

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ რეგიონში ტვირთების  საჰაერო  გადაზიდვებისთვის ვამატებთ სამ "737-800 Boeing Converted Freighte"-ს. "737-800BCF"-ს აქვს მეტი დატვირთვის და  დიაპაზონის შესაძლებლობა და შეუძლია გადაიტანოს, როგორც ელექტრონული კომერციის ტვირთები, ასევე ზოგადი ტვირთი", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა. 

Boeing Global Services-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის სტეფანი პოპის თქმით, კავკასიის რეგიონში, საჰაერო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნაა და კომპანია სატვირთო ოპერაციების გაფართოებას მხარს უჭერს.

"მოხარულნი ვართ, რომ ავიაკომპანიებმა Georgian Airlines-მა და Armenia-მ შეარჩიეს 737-800BCF, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა საჰაერო ტვირთზე იმ ბაზრებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან და გვაქვს პატივი, გავაგრძელოთ მათი სატვირთო ოპერაციების გაფართოების მხარდაჭერა“, - განაცხადა სტეფანი პოპმა.

შემდგომი "Boeing 737-800BCF" ავიაკომპანიას მომავალ წელს შეემატება, ავიაპარკი სრულად 2024 წლამდე შეივსება. ახალი სატვირთო ხომალდებით სატვირთო გადაზიდვებს "Georgian Airlines" განახორციელებს, რომელიც ერთი "Boeing 737-800BCF" თვითმფრინავით უკვე ოპერირებს, ხოლო მეორე B737SF-ია.
"Boeing 737-800BCF" სატვირთო ხომალდს მეტი დატვირთვის შესაძლობლობა აქვს - 23,9 ტონამდე და ფრენებს უფრო შორ მანძილზე  ახორციელებს- 3,750 კმ. "Georgian Airlines Group" 2025 წლისთვის გეგმავს ფლოტის რაოდენობის გაზრდას 10 საჰაერო ხომალდამდე.

დღის ამბები