ევროპულ პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდა ხორციელდება - განცხადება ორგანოს წარმომადგენელმა გააკეთა.
როგორც გერმანული გამოცემა შპიგელი იუწყება, ევროპოლის პრესსპიკერის თქმით, არსებობს ცეცხლსასროლი იარაღით და სამხედრო მასალებით შავ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევები. გამომძიებლებს ასევე აქვთ მონაცემები, მძიმე სამხედრო იარაღით ვაჭრობის შესახებაც.