06 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
შრი-ლანკაში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 50 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც

შრი-ლანკაში, საპროტესტო აქციაზე მორიგი დაპირისპირების შედეგად 50 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

შრი-ლანკის უსაფრთხოების ძალებმა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკი დაარბიეს. ეს ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ მიღებული პირველი მკაცრი ზომაა, შრი-ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი 20 ივლისს აირჩია.

პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გასულ კვირას მას შემდეგ გახდა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ექსპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.

დღის ამბები