15 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
აქ უნდა ამოვიდეთ მაშინ, როდესაც ჭირისუფალი მოდის- 8 აგვისტო წერია რუსეთის ჯარების შემოსვლად თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა- ვოლსკი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, რუსეთის ჯარის შემოსვლა თარიღდება 8 აგვისტოთი, იმ ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

მისივე თქმით,"ნაციონალურ მოძრაობა" თარიღებით ცდილობს სპეკულირებას. 

"8 აგვისტოს ამოდიან ჭირისუფლები. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გესმით, ადამიანის ტკივილის ახლოს მიტანა არ იცით. 8 აგვისტო წერია, რომ შემოვიდა რუსეთის ჯარები თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა და ეს კარგად იცით. ეს რომ გადაფაროთ, ახლა ყველაფერს ცდილობთ, რომ შვიდში დაიწყო, თუ რვაში დაიწყო. აქ უნდა ამოვიდეთ მაშინ, როდესაც ჭირისუფალი მოდის,’’- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ხელისუფლებამ  დიდი დრო და ენერგია დახარჯა, რომ გადაეფარათ რეზოლუციის პუნქტზე ხელმოწერა, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. 
მისი თქმით, ეს ყველაფერი რომ გადაიფაროს, სწორედ ამიტომ, მოიგონეს საკამათოდ ომის დაწყების თარიღი. 
"ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ ის დანაშაულებრივი ხელმოწერა, რომელიც ჩვენმა იმ პერიოდის ხელისუფლებამ ჩაიდინა, იმ მოღალატეობრივ  რეზოლუციის პუნქტის ხელის მოწერით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, გადაგვეფარა. ასევე, გადაგვეფარა ის, რომ რვაში დაიწყო რუსეთის შემოსვლა. ის, რომ 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ ამათი დღევანდელი ხელმძღვანელები, რომ თურმე რუსეთი გაკვირვებულია, რომ კოკოითი როგორ ჩადის ამ პროვოკაციებსო და მოსკოვში ჩამოდითო, ეს ყველას გახსოვთ. ეს ლაპარაკი, რომ არ იყოს და ჩვენ სიღრმეში არ ჩავიდეთ, რასაკვირველია, მოიგონეს 7 თუ 8. გეგონება საკამათო იყოს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები