22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ელენე ხოშტარია თავდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უყენებს

ელენე ხოშტარია თავდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უყენებს. "დროას" ლიდერი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცის პირადი მონაცემები უწყებამ უკრაინაში მეომარ ოკუპანტებს გადასცა. 

"რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან.  ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს,"- აცხადებს ელენე ხოშტარია. 

ხელისუფლება ოპონენტებს კონტრბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ასეთი განცხადებები და ამ სტრატეგიით ბრძოლა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

"თეორიული დაშვებით, რა თქმა უნდა, გადამოწმდეს და საინტერესოა, კონკრეტული პირები, რომელთა ოჯახებიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას, ამ ადამიანების კავშირი ე.წ. წყაროებთან. საინტერესოა მათი კავშირები ამ საკითხებთან,"- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები