09 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
მმართველი პარტია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია 3 ტელეკომპანიას უჩივის, საუბარია 24 ივნისის ”შინ ევროპისკენ” საიმიჯო სარეკლამო რგოლზე

მმართველი პარტია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია 3 ტელეკომპანიას უჩივის, საუბარია 24 ივნისის ”შინ ევროპისკენ” საიმიჯო სარეკლამო რგოლზე, სადაც, ”ოცნების” მტკიცებით, დაირღვა კანონი, რომლის მიხედვითაც არასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური რეკლამის განთავსება ეთერში იკრძალება. კომისია ხვალ განიხილავს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ უნდა უზრუნველვყოთ კანონის დაცვა. არავის გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ჩვენი თავი. კონკრეტულმა ტელევიზიებმა განათავსეს საარჩევნო რეკლამები არასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომ ყველამ პატივი სცეს კანონს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები