25 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
კვირაში მინიმუმ 6 პაციენტი - საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს

ბოლო 15 წელია ყირიმ-კონგოს ასეთი მზარდი მაჩვენებელი ექიმებს არ ახსოვთ. ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევები გაორმაგებულია. ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსული ინფექციით, კვირაში 6 პაციენტი აკითხავს. ინფიცირებულები არიან ერთი ოჯახის წევრები ან ახლო მეზობლები. კრიტიკული მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა ესაჭიროება.

ყირიმ-კონგო საშიში ვირუსული ინფექციების ჩამონათვალშია. ახასიათებს მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, სისუტე, ჯირკვლების გადიდება, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციების და დაავადების კულმინაცია კანქვეშა სისხლჩაქცევების განვითარებაა. რადგან ინფექცია მსუბუქი კლინიკური მახასიათებლებით არ გამოირჩევა, დაავადებულმა ექიმს დროულად უნდა მიმართოს, თვითმკურნალობა გარდაცვალების რისკებს ზრდის.

ყირიმ-კონგოთი, 40 ინფიცირებულიდან 2 გარდაცვალებით სრულდება. დაავადება ძირითადად ცხოველებში ვრცელდება და ვირუსი ინფიცირებული ტკიპის კბენის შემდეგ გადადის ადამიანზე. ინკუბაციის პერიოდი 10 დღეა, იგივე დრო არის საჭირო სრულად გამოჯანმრთელებისთვის.

ინფიცირებული ტკიპის კბენის შემდეგ, დაინფიცირდა ახალციხის რაიონში მცხოვრები ცოლ- ქმარი. პაპაშა ბაბოიანი მეუღლესთან ერთად სოფელ წყრუთიდან თბილისში ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 6 დღე გადიოდა მკურნალობას. იგი უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს , თუმცა ამბობს, რომ დაავადება მაღალი ტემპერატურით დაეწყო და რთულად მიმდინარეობდა.

ლაბორატორიულად უკვე 43 ფაქტია დადასტურებული. ვირუსის ენდემური კერა სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლია. ქვეყანას აქვს დაავადების მკურნალობის პროტოკოლი. ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ, ანტივირუსული საშუალებებს იყენებენ.

 

დღის ამბები