24 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
“ფაქტები და დასკვნები შოკისმომგვრელია“ - დეპუტატების წერილზე “ქართული ოცნება“ საგანგებო შეკრებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატების შოკისმომგვრელია. რითაც სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილი ვარაუდობს, რომ წერილზე, რომელშიც მისი შეფასებით, შოკისმომგვრელია ფაქტებია, საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია ექნება.

"რა თქმა უნდა, ფაქტები და დასკვნები, რაც ამ წერილშია მოყვანილი, შოკისმომგვრელია და ვვარაუდობ, რომ ასეთივე რეაქცია ექნება ჩვენს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და ჩვენს შეხვედრაზე გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ამ წერილშია წარმოდგენილი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

დღის ამბები