03 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
მერაბ დვალიშვილის ისტორიული გამარჯვება - UFC-ის ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა

მერაბ დვალიშვილის ისტორიული გამარჯვება - UFC-ის ქართველმა მებრძოლმა კარიერაში 15-ე გამარჯვება მოიპოვა, ელიტურ ორგანიზაციაში კი ზედიზედ რვა ორთაბრძოლაა დაუმარცხებელია.

დვალიშვილმა ამჯერად ლეგენდარულ ბრაზილიელ მებრძოლს, ჟოზე ალდოს სამ რაუნდიან დაპირისპირებაში აჯობა. მორიგი წარმატება ქართველ მებრძოლზე მომენტალურად აისახა. რეიტინგში მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რაც ასევე ისტორიული შედეგია.

UFC-ში დვალიშვილის და სუპერმსუბუქ დივიზიონის ჩემპიონის ალჯემაინ სტერლინგის ორთაბრძოლის მოლოდინში არიან, თუმცა ორივე სპორტსმენი ორთაბრძოლაზე უარს აცხადებს. სტერლინგი და დვალიშვილი მეგობრები და ერთი გუნდის წევრები არიან.

მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი სპორტსმენი გამოეხმაურა, მათ შორის UFC-ის ლეგენდა კონორ მაკგრეგორი. ქართველ სპორტსმენზე საკუთარ პოდკასტში ისაუბრა ცნობილმა იუთუბერმა და UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა კაელ სონენმა.  

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები