15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
არის ნიშნები იმისა, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ინდოეთის გავლით აღწევს - ბრიტანული გამოცემა ვრცელ სტატიას აქვეყნებს

მუშაობს თუა არა რუსეთის წინაღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები? - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა "სპექტატორი" ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ გაზსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი საფასური რუსული აგრესიის დასამარცხებლად დიდია. რუსეთის ეკონომიკა შეიძლება დაზარალდეს დასავლური სანქციებით, თუმცა ჩნდება ეჭვი არის თუ არა სანქციები ისეთი ძლიერი და აბსოლუტური როგორც, ეს საზოგადოებას სჯერა.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ბრიტანეთმა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, მიაღწია ერთ-ერთ მთავარ მიზანს  - მან თავი დააღწია რუსეთის ნავთობსა და გაზს. გამოცემა წერს, რომ არც ბრიტანეთს და არც დასავლეთის ქვეყნებს, არ შეუძლიათ რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტა.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დასავლეთში ნაკლებად ახორციელებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს, მან გაზარდა ექსპორტი ინდოეთსა და ჩინეთში. შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ საწვავის ზოგიერთი ნაწილი არ პოულობს გზას ბრიტანეთში? არის ნიშნები იმისა, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ინდოეთის გავლით აღწევს. ბრიტანეთმა გაზარდა ნავთობის იმპორტი ბელგიიდან, რუსეთის ნაცვლად, მაგრამ ბელგიას არ აქვს ნავთობის მარაგი. მას აქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც სხვაგან იმპორტირებული ნედლი ნავთობით უნდა მარაგდებოდეს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნავთობი, რომელსაც ბრიტანეთი ბელგიიდან შეიტანს, საბოლოოდ რუსეთიდან მიიღება, მაგრამ ექსპორტისა და იმპორტის ნედლეული მაჩვენებლები არ აჩვენებს საიდან მოდის საქონელი - ჩანს მხოლოდ ქვეყანა, საიდანაც ის ბრიტანეთში ჩავიდა. რუსეთის ეკონომიკა შეიძლება ღრმად დაზარალდა დასავლეთის სანქციებით, მაგრამ სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ ისინი არ არის ისეთი აბსოლუტური, როგორც საზოგადოებას სჯერა და რომ ხდება გარკვეული რაოდენობის რუსული ექსპორტის შესვლა დასავლეთში," - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები