ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. მდგომარეობას ქარი ართულებს.
ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ადგილზე სახანძრო- სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ.
მოსახლეობის თქმით, მიმდებარედ ბუნებრივი აირის მილები გადის და საფრთხე არსებობს.