22 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ქართველმა ქურდებმა სტამბოლში ჟალუზის პულტის კოპირების მეშვეობით ტექსტილის ატელიეში შეაღწიეს და სეიფიდან 200 000 ლირა წაიღეს - ქურდობა კამერებმა დააფიქსირეს

ქართველმა ქურდებმა სტამბოლში, ფათიჰის რაიონში მდებარე ტექსტილის ატელიე გაქურდეს. როგორც თურქული მედია წერს, მათ ატელიეში შეღწევა ჟალუზის პულტის ასლის გაკეთების მეშვეობით შეძლეს, შიგნით კი სეიფის გახსნაც მოახერხეს და 200 000 ლირა წაიღეს.

ქურდობაში ბრალდებულები საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს ქურდობის ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს.  ქურდობის მომენტი ატელიეში და მის მიმდებარედ არსებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

გამოძიების ინფორმაციით, ქურდობა გასულ თვეში მოხდა. პოლიცია ადგილზე მისულმა თანამშრომელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც გახსნილი სეიფი შეამჩნია, პირველადი დათვალიერებისას ატელიეში შესასვლელ კარს და საკეტს ვერანაირი დაიზიანება ვერ აღმოუჩინეს, ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ქურდებმა ჟალუზი პულტით გააღეს, რისთვისაც გამორთეს ჩამკეტის კონტროლი და დააკოპირეს, ატელიეში არსებული სეიფის გახსნა კი სპეციალური ხელსაწყოებით მოახერხეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 2 ქართველი ალექსანდრე დ. და ვლადიმერ ს. მათი საცხოვრებელი ადგილიდან ამოღებულია თანხა. ისინი დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში გადააგზავნეს.

დღის ამბები