02 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
ხანძარია აგარის შაქრის ქარხანაში - ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია

ხანძარია აგარის შაქრის ქარხანაში. ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურების მაქსიმალური მობილიზებაა.

ადგილობრივები ხანძრის გაჩენის მიზეზს ვერ ასახელებენ. ამბობენ, რომ საწყობში ნედლეულს ინახავდნენ. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ამ წუთებში კი ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები