სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ქუთაისში, "საქართველის ბანკის" ფილიალშია გადაღებული, სადაც ახლა, მძევლებთან ერთად, შეიარაღებული პირი იმყოფება.
ნიღბიანი ადამიანი ვიდეოში საკუთარ მოთხოვნებს ერთ-ერთ მძევალს კარნახობს, თუმცა ისმის მისი ხმაც. ის ამბობს, რომ 3 საათში 2 მილიონი დოლარის მიტანას ითხოვს.