ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან, სავარაუდოდ, მძევლები გამოჰყავთ. შსს-ს ჯერჯერობით ეს ფაქტი არ დაუდასტურებია.
უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია უცვლელია, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.