22 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაკავებულია თავდამსხმელი, რომელსაც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი

"კურიერის" ინფორმაციით, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი, რომელსაც 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებულია. 

"ერთი პირი არის დაკავებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი და დასრულებულია სპეცოპერაცია." - აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი კოვზიაშვილმა. 

საქართველოს ბანკის ფილიალის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

 

 

 

 

დღის ამბები