22 დეკემბერი 2024,   23:16
ვრცლად
1000-ლარიანი საოკუპაციო გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის - რას პასუხობენ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მმართველ გუნდში

"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს. ამის შესახებ  ლევან ბეჟაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ცვლილება ოკუპაციის შესახებ კანონში უნდა შევიდეს. როგორც ის აცხადებს, ამ გადახდით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ამავე დროს, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა იყოს, რომ თუ მათ ამის აღიარება არ სურთ, შეუძლიათ, არ შემოვიდნენ საქართველოში.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ საზღვარზე და სრულად აკონტროლებენ ქვეყანაში შემომსვლელ პირებს. "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივის განხორციელებას რეალური საფუძველი არ გააჩნია.

დღის ამბები