28 დეკემბერი 2024,   11:12
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ეწვია. სალომე ზურაბიშვილი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც.

დღის ამბები