15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა - თეა წულუკიანი

"ცალმხრივი მეგობრობა გრძელდება" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში გამოჩენას. გავრცელდა ფოტოები, სადაც იუსტიციის ძებნილი მინისტრი უკრაინის სახელით შეხვედრებში მონაწილეობს, საუბარია ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე, სადაც განიხილება რუსული აგრესიის შედეგები და ომის დანაშაული. ის, რომ საქართველოში მსჯავრდებული ჩინოსანი უკრაინულ ოფიციოზს წარმოადგენს, სახელისუფლებო გუნდის კრიტიკას იწვევს. თემაზე განცხადება ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

"რამდენი წელია ვუყურებთ ერთი და იმავე უკრაინული სახელმწიფოსგან, რომლისთვისაც არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაგვიდგამს, საპასუხოდ კი ვიღებთ იმას, რომ სუვერენიტეტის მიმართ ვხედავთ შეურაცხმყოფელ ნაბიჯებს. ადეიშვილი, რომელიც ბრალდებულია არაერთ საკითხში, ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას.

დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა.

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ისე, როგორც დღემდე ვაკეთებდით,"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები