15 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
არესტოვიჩი საერთოდ არის მოკლებული საღი შეფასების უნარს და არის აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტი - ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არესტოვიჩი საღ აზრს მოკლებულია და რადგან ის უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს, მისი განცხადებები, შემაშფოთებელია.

"არესტოვიჩი საერთოდ არის მოკლებული საღი შეფასების უნარს და არის აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტი. არესტოვიჩი არის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხელისუფლების და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს მსგავს განცხადებებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის აქ პრობლემა," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ირაკლი ჩიქოვანი არესტოვიჩს უპასუხისმგებლო ადამიანად აფასებს. ჩიქოვანის თქმით, არესტოვიჩის გამონათქვამები მიუღებელი და დაუშვებელია. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე". ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა.

დღის ამბები