გვიან ღამემდე თბილისში, დიდუბეში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გორის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ორი მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებაც, თუმცა რა სახის, დეტალები უცნობია. ასევე, უცნობია რა დანაშაულის ჩადენას ედავებიან სამართალდამცავები დაკავებულებს.
ადგილობრივების თქმით, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა გაქირავებული იყო. "კურიერი" სპეცოპერაციის დეტალებს არკვევს.