03 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
კიდევ ერთი სავარაუდო ფემიციდის მსხვერპლი თბილისში - მოკლულია 40 წლამდე ქალი
კიდევ ერთი სავარაუდო ფემიციდის მსხვერპლი თბილისში.
 
"კურიერის" ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ქალი. სავარაუდო ეჭვმიტანილი, არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს ახალი გაცნობილი ჰყავდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დაფიქსირეს.
 
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
დღის ამბები