თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.