ამიერიდან, თბილისში კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა არსებობს. ღვაწლმოსილი მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და პედაგოგის ქუჩა ძველ თბილისში, კერძოდ კი ჩუღურეთში მდებარეობს.
ქუჩის გახსნის ცერემონიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები ასევე კუკური ჭოხონელიძის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.