26 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
თბილისის აეროპორტში ნისლის გამო თვითმფრინავები ვერ ჯდებიან - ერთ-ერთი რეისი ბათუმის აეროპორტში გადაამისამართეს

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდებიან - როგორც "რუსთავი 2-ს" აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის Fly Dubai-ს ორი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ ჯდება და თბილისის თავზე დაფრინავს.

როგორც ნინო წივწივაძე აცხადებს, ტაშკენტის რეისმაც ვერ მოახერხა თბილისის აეროპორტში დაჯდომა, რის გამოც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.

თბილისის აეროპორტის წარმომადგენლების განმარტებით, აზერბაიჯანმა და თურქეთმა უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით რეისები გადაწიეს.

"დილის განმავლობაში ყველა რეისი შესრულდა, ყველაფერი გაფრინდა რაც მიფრინავდა.

ამ დროის მონაცემებით "ფლაი დუბაის" 2 თვითმფრინავი ვერ ჯდება, თბილისის თავზე დაფრინავენ.

ტაშკენტის რეისიც თბილისში ვერ დაჯდა და ბათუმში გაფრინდა.

აზერბაიჯანი და თურქეთი ვერ გამოფრინდა ნისლის გამო, მათ საკუთარი რეისები გადაწიეს," - აცხადებს ნინო წივწივაძე.

დღის ამბები