ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს აფრთხილებს და ახსენებს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე დატანილი წესები მკაცრად უნდა დაიცვან.